დავითაშვილი ჯაფარიძეს: თუ მარიხუანას მოიხმართ, კანდიდატად როგორ დარეგისტრირდით, არ მოშარდეთ?

დავითაშვილი ჯაფარიძეს: თუ მარიხუანას მოიხმართ, კანდიდატად როგორ დარეგისტრირდით, არ მოშარდეთ?

"არც ვეწევი, არცერთ სხვა ნარკოტიკს არ ვიღებ, ყავასაც კი იშვიათას ვსვამ, ერთადერთი რაც არის  მარიხუანაა, რომელიც შეიძლება 2-3 კვირაში ერთხელ მოვიხმარო განტვირთვის მიზნით", - ამის შესახებ გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რის შემდეგაც კობა დავითაშვილი დაინტერესდა, თუ როგორ ჩააბარა ნარკოლოგიური ცნობა კანდიდატად დარეგისტრირების დროს, თუ კი კვლავ მოიხმარს მარიხუანას. 

კობა დავითაშვილი: დღემდე მოვიხმართ?

ზურაბ ჯაფარიძე: კი, განტვირთვის მიზნით.

კობა დავითაშვილი: უკაცრავად, მაგრამ კანდიდატი როგორ ხართ? არ მოშარდეთ?

ზურაბ ჯაფარიძე: არა, არ მომიშარდია ჯერ.

კობა დავითაშვილი: აბა ცნობა როგორ წარადგინეთ?

ზურაბ ჯაფარიძე: არ წარმოდგენია ჯერ, როცა მოვა მაგის დრო....

კობა დავითაშვილი: რომ მოვა რას იზამთ?

ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიცი, ვიზამ რამეს. ნუ გეშინიათ მოვახერხებ.

კობა დავითაშვილი: სხვის შარდს გამოიყენებთ? 

ზურაბ ჯაფარიძე: არა, არ გამოვიყენებ სხვის შარდს, გზები არსებობს.

კობა დავითაშვილი: რა გზა?

ზურაბ ჯაფარიძე: ხომ არ გეტყვით, არის მაგის საშუალებები, შეგიძლიათ დაგუგლოთ. 

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

2 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172