ბათუმში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო

დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და შპს "ბათუმის წყლის" გენერალურ დირექტორთან მარინე გვიანიძესთან ერთად წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე არ არსებობდა წყლის ცენტრალური სისტემა, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. 

პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე მოხდება. პირველ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის შექმნა განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს. მეორე ეტაპზე, პროექტს განახორციელებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია.

ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. "წლების განმავლობაში ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ხელვაჩაურს ეკუთვნოდა, გვქონდა პრაქტიკულად გადაუჭრელი წყალმომარაგების პრობლემა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად 24 საათიან რეჟიმში წყალმომარაგებით 8 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს. პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის" - განაცხადა ლაშა კომახიძემ. წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია. დღევანდელ პრეზენტაციას მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარაში, ციტრუსის სეზონის წინ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ეტაპი იწყება

აჭარაში, ციტრუსის სეზონის წინ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ეტაპი იწყება

33 წუთის წინ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით თერმული ღრუბლითა და ცივი შესხურებით ფაროსანასთან ბრძოლამ მისი გავრცელების რისკი 50%-ით შეამცირა. ეხლა მთავარი გამოწვევა ცირტრუსის სეზონზე მწერისგან ნაყოფის გადარჩენაა. საპროგნოზო მონაცემებით...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172