ქაცარავა: აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაფასებთ მათ ჩართულობას

ქაცარავა: აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაფასებთ მათ ჩართულობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, UNDP-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან მუნხტუია ალტანგერელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. 

სოფიო ქაცარავამ მიმოიხილა დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხები UNDP-ს ჩართულობით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ერთობლივი პროექტები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე.

"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაფასებთ მათ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. მადლობელი ვარ UNDP-ს მხარდაჭერის, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის ხელშეწყობაში გამოიხატა, რაც უფრო მეტად თანმიმდევრულს და სისტემურს ხდის ჩვენს საქმიანობას“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

10 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172