ჩუგოშვილი: ეუთო-ს გენერალური მდივანი პირადად გაეცნო საქართველოში ოკუპაციის შედეგების სიმძიმეს

ჩუგოშვილი: ეუთო-ს გენერალური მდივანი პირადად გაეცნო საქართველოში ოკუპაციის შედეგების სიმძიმეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის ფორმატზე, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს აქტიურ ჩართულობაზე და სხვა საკითხებზე

"ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი პირველად ეწვია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით. მან მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო საქართველოში ოკუპაციის შედეგების სიმძიმეს, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ჟენევის ფორმატის თაობაზე და ვთხოვეთ გენერალურ მდივანს, რომ ეუთო უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემების მოგვარებაში.

ეუთო-ს, თავისი მანდატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი ეკისრება უსაფრთხოების პრობლემების დაძლევაში, შესაბამისად, იმედი გვაქვს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი სათანადო გავლენას მოახდენს საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერაზე“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

10 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172