შსს ინიციატივაზე, საქართველოდან მარიხუანს ექსპორტზე ხვალ სასპატრიარქოს წარმომადგენლები იმსჯელებენ

შსს ინიციატივაზე, საქართველოდან მარიხუანს ექსპორტზე ხვალ სასპატრიარქოს წარმომადგენლები იმსჯელებენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისს მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა, რის შემდეგ მთავრობამ საკანონმდებლო ცვლოლებაზე დაიწყო მუშაობა. 

დღეს, ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ახალი ინიციატივით შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებაართული გახდეს, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

როგორია შსს-ს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" კიკეთის ეკლესიის წინამძღვარს მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, სასულიერო პირები ამ საკითხზე ხვალ, კონფერენციაზე იმსჯელებენ.

"ჩვენ ხვალ, დილის 09:30-ზე  ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჩანიშნული გვაქვს კონფერენცია, სადაც მოწვეული არიან მინისტრებიც და ამ თემაზე იქ ვიმსჯელებთ", - განაცხადა მამა ანდრიამ. 

დაუჭერს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება შსს-ს ინიციატავას მხარს, გაიტანს თუ არა საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს პარლამენტში და დაუჭერენ თუ არა მხარს მას დეპუტატები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

შეგახსნებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2018 წლის 5 გვისტოს ქადაგებაში ბრძანა: მარიხუანს მიღების ნებადართვა, ჩვენი ერის მტრობაა ,  ასევე უწმიდესმა მოუწოდა ხელისუფლებას, ნუ დაუშვებთ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნუ დაღუპავთ შვილებს

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172