მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკრაინაზე, რუსეთის ეკლესიამ თავის ტერიტორიაზე შეჭრად ჩათვალა

მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკრაინაზე, რუსეთის ეკლესიამ თავის ტერიტორიაზე შეჭრად ჩათვალა

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენლების დანიშვნას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრად თვლის. 

ამის შესახებ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტის თანახმად, განაცხადა ეკლესიის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთა ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ვლადიმირ ლეგოიდამ.

"კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში თავისი წარმომადგენელ-ეპისკოპოსების დანიშვნა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და კიევის და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე სხვა არაფერია თუ არა უპრეცედენტოდ უხეში შეჭრა მოსკოვის პატრიარქის კანონიკურ ტერიტორიაზე. ასეთი ქმედებები არ შეიზლება დარჩეს უპასუხოდ", განაცხადა ლეგოიდამ.

7 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის მზადების პროცესში მსოფლიოს პატრიარქმა თავის ეგზარქოსებად კიევში დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

9 წუთის წინ

"ვფიქრობ, რომ ევროპულ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამას მეკითხება. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუ იტალიის გადარჩენა გვსურს ", - განაცხადა ბერლუსკონიმ. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში, იტალიის წინაზე ისეთი დიდი საფრთხე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172