ზურაბ ჯაფარიძე: პატრიარქი წლების განმავლობაში გამოცდილ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა

ზურაბ ჯაფარიძე: პატრიარქი წლების განმავლობაში გამოცდილ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა

ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "7vs1"-ში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და საპატრიაქრო მხარდაჭერას არ გამოუცხადებს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრს, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ანდრიაძეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობა სურს და ცესკო-ში განაცხადიც შეტანილი აქვს.

"არ მჯერა, რომ საპატრიარქო ფსონს დადებს ამ ადამიანზე და საერთოდ, ვინმეზე დადებს ფსონს. ახლა, რასაც ვუყურებ, საპატრიარქო და პატრიარქი წლების განმავლობაში გამოცდილ პოლიტიკურ ინსტიტუტად და პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. 

არ მჯერა, რომ ისინი ფსონს დადებენ კანდიდატზე, მათ შორის ანდრიაძეზე, რომელიც მათი წიაღიდან არის გამოსული, რადგან მარცხის შემთხვევაში ეს სერიოზული დატყმა იქნება ამ ინსტიტუტისთვის და არ მგონია, ისინი ამაზე ოდესმე წავიდნენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე. 

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

23 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172