AP რუსი ჰაკერების მსოფლიო პატრიარქზე კიბერთავდასხმების შესახებ ყვება

AP რუსი ჰაკერების მსოფლიო პატრიარქზე კიბერთავდასხმების შესახებ ყვება

Associated Press-მა რუსი ჰაკერების ახალი სამიზნე გამოავლინა -  აცხადებს კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I. "მართმადიდებლური კიბერშეტევები" კიევის მოსკოვისგან საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობების წინააღმდეგაა მიმართული, იუწყება გამოცემა.

ჰაკერები კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან დაკავშირებული ელექტრონული მისამართების გატეხვას ცდილობდნენ. სააგენტოს ვერსიით, ეს უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვების მცდელობასთან შეიძლება იყოს კავშირში.
 
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან დაკავშირებული ელექტრონული მისამართები 4.7 ათასიან სიაში მოხვდა, რომელიც ჰაკერთა დაჯგუფების Fancy Bear-ის სამიზნე გახდა. აღნიშნულ დაჯგუფებას რუსეთის მთავრობასთან კავშირში სდებენ ბრალს. ზემოთ ნახსენები სია Secureworks-ის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა.
 
საეკლესიო სტრუქტურებში სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ 78 წლის პატრიარქი ბართლომე არ იყენებს ელექტრონულ ფოსტას, თუმცა აქვე ამატებენ, რომ ელექტრონულ ფოსტას მასთან დაახლოებული პირები იყენებენ. მათ შორისაა - კონსტანტინოპოლის მართმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსები ემანუელი და ელპიდოფორი.
 
AP-ს ცნობით, ჰაკერები რელიგიურ მოღვაწეებს მეილზე დავირუსებულ წერილებს უგზავნიდნენ, რომელიც კომპიუტერში ფაილის გადმოწერას ითხოვდა. 2017 წელს რამდენიმე ათეულმა პირმა მიიღო დავირუსებული წერილი. რეალურად, ფაილები შეიცავდა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპიუტერის მესაკუთრეების თვალთვალისთვის იყო გამიზნული.
 
მსგავსი კიბერშეტევების მსხვერპლების სიაში სააგენტომ კიევში რომის პაპის წარმომადგენელი აღმოაჩინა. მათ შორის ასევე იყვნენ მღვდლები, რომლებიც აშშ-ში სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს მიეკუთვნებოდნენ.
 
სწორედ პატრიარქ ბართლომეს აქვს უფლება აღიაროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. შესაბამისი თხოვნა პატრიარქს უკრაინულმა მთავრობამ აპრილში გაუგზავნა. აღნიშნული თხოვნა პატრიარქმა მიიღო განხილვაში.
ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ჩარლზ კაო გარდაიცვალა

ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ჩარლზ კაო გარდაიცვალა

8 წუთის წინ

2004 წელს მეცნიერს ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას თავის მეუღლესთან ერთად, 2010 წელს დაეარსებინა ჩარლზ კაოს ფონდი, რათა ასეთი დაავადების მქონე სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა. პროფესორმა კაომ დაიწყო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172