პაპავა: სებ-მა ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნას და გადადგას ნაბიჯები რომ არ იყოს ნახტომები

პაპავა: სებ-მა ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნას და გადადგას ნაბიჯები რომ არ იყოს ნახტომები

პროფესორი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე მთავარი მოქმედი და პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, რომელმაც საზოგადოებას უნდა აუხსნას ლარის გაუფასურების მიზეზები და ამავე დროს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ლარის გაუფასურებაში არ იყოს ნახტომები.

ამის შესახებ ვლადიმერ პაპავამ "აიპრესთან" ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯები. რაც შეეხება საშუალო ვადიან და გრძელვადიან ნაბიჯებს, აქ უკვე საქმე მთავრობის გასაკეთებელია და ექსპორტის სტიმულირება უნდა მოახდინოს. მისი თქმით, მხოლოდ ტურიზმის განვითარებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არასწორია და ეს ქვეყნის ტურიზმის მახეში მოქცევაა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივია, რადგან საქართველოს არ აქვს განვითარებული საექსპორტო პოტენციალი. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დაუცველია და როცა სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ხდება ლირის გაუფასურება, ის ტრანსმისიით საქართველოსაც გადმოეცემა.

კითხვაზე, მოსალოდნელია რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება? - პაპავა პასუხობს, რომ საკითხის ასე დასმა ცოტა არაკორექტულია.

„მე ვერ გეტყვით რას უნდა ველოდოთ თურქეთში თუ მოსკოვში. ვერ გეტყვით რა ახალ ზომებს მიიღებს დონალდ ტრამპი. ამიტომ მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე სემიძლია გითხრათ რა უნდა გაკეთდეს და ვინ უნდა იყოს მთავარი მოქმედი პირი ვისაც ევალება, რომ ლარს დაეხმაროს და შემსუბუქოს მას მდგომარეობა.

ხშირად მასმედია შეცდომით მიმართავს მტავრობას. ამას მტავრობაც უწყოს ხელს, როდესაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარებს აკეთებენ. ეს ყველაზე ნაკლებადაა მათი პრობლემა.

რა თქმა უნდა, ეს ეროვნული ბანკის პრობლემაა. არც უნდა ამას შეკითხვა. ხანდახან მთავრობა იღებს არასწორ გადაწყვეტილებას, გააკეთოს იმაზე მეტი კომენტარი, ვიდრე ეს მას მოეთხოვება.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, იმის ნაცვლად, რომ მისი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ პარასკევს გამოსულიყო და მშვიდად აეხსნა ხალხისთვის სიტუაცია და მიეღოთ ზომები სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის, რომ ლარის გაუფასურება არ იყოს ნახტომისებური. ამის ნაცვლად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დუმს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს, პირველი ეს არის ის, რომ განცხადება უნდა გააკეთოს. კი არ უნდა დაიმალოს, არამედ ხმა უნდა ამოიღოს. უნდა აუხსნას საზოგადოებას, რამდენად არის ეს პროგნოზირებადი. გარკვეულწილად სიმშვიდის შეტანაა საჭირო სავალუტო ბაზარზე. რაც შეეხევა რეზერვების ხარჯვა-არხარჯვას, ის არ უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ლარის კურსი შევინარჩუნოთ იმ დონეზე, რამდენზეც გვაქვს. მაგრამ, რეზერვების გარკვეული ნაწილის ხარჯვა მიზანშეწონილია იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაუფასურებაში არ იყოს ნახტომები, იყოს პროგნოზირებადი და სავალუტო ბაზარზე არ შეიქმნას პანიკა. ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯები.

რაც შეეხება საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი ნაბიჯებს, ეს პირველ რიგში საქართველოს მთავრობის გადასაჭრელია. უნდა შეუწყოს ხელი ექსპორტის სტიმულირებას. პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ტურიზმის განვითარებაზეა დაფუძნებული, ეს მცდარი პოლიტიკაა. ეს არის ქვეყნის ტურისტულ მახეში მოქცევა. ამ ვითარებაში იმყოფება საქართველო უკვე კარგა ხანია. დაწყებული ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან“, - განუცხადა ვლადიმერ პაპავამ „აიპრესს“.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა. მისი კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.44 იყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მისი კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის 2.6347-ია. რაც შეეხება ეროვნული კურსის ვალუტას ევროსთან მიმართებას ის უკვე 3.0047-ია, მაშინ როცა ჯერ კიდევ 4 დღის წინ მისი კურსი დაახლოებით 2.86 ლარს შეადგენდა.

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

4 საათის წინ

დაიწყებს თუ არა საქართველოს პარლამენტი ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე მსჯელობას და გაითვალისწინებენ თუ არა კანონმდებლები ადგილობრივი მეწარმეების მოთხოვნას? რატო დევს უკვე სამი წელია ანტიდემპინგური კანონპროექტი პარლამენტის თაროზე და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172