პაპავა: ჩვენი ქვეყანა დაუცველია და პარტნიორ თურქეთში ლირის გაუფასურება ლარსაც გადაედო

პაპავა: ჩვენი ქვეყანა დაუცველია და პარტნიორ თურქეთში ლირის გაუფასურება ლარსაც გადაედო

პროფესორი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივია, რადგან საქართველოს არ აქვს განვითარებული საექსპორტო პოტენციალი.

როგორც პაპავამ "აიპრესს" უთხრა, ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დაუცველია და როცა სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ხდება ლირის გაუფასურება, ის ტრანსმისიით საქართველოსაც გადმოეცემა.

„ეს პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგანაც საქართველოს არ აქვს განვითარებული საექსპორტო პოტენციალი. ანუ საქართველოს არ აქვს ექსპორტი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გვქონდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. როდესაც მხოლოდ იმპორტზე ხარ დამოკიდებული, შენი ვალუტა ძალიან დაუცველია. როცა შენს მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც შენი სავაჭრო პარტნიორია და იქ ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ის ტრანსმისიით გადმოეცემა ლარსაც.

დონალდ ტრამპის მიერ გატარებულმა მკაცრმა ზომებმა, ეკონომიკურმა სანქციებმა თურქეთის მიმართ თურქეთში გამოიწვია გარკვეული პანიკა. რის გამოც ლირამ ვარდნა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ უნდათ რომ ის თავიდან მოიცილონ, ანუ გაიტანოს პროდუქცია და გაყიდოს და მიიღოს დოლარი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, თურქეთიდან შემოვა პროდუქცია რომ რაც შეიძლება მეტი დოლარი გავიდეს საქართველოდან თურქეთში. ამ შემთხვევვაში საქართველოში დოლარის მასა მცირდება. ეს აისახება ლარის კურსზე.

კიდევ ერთი მომენტი, ლარის გაუფასურების გამო, თურქეთში ჩვენი თანამემამულეები დოლარში უფრო მცირე თანხას გამოიმუშავებენ და იქიდან გადმორიცხული თანხა მცირდება. ეს პროცესი სრულად ათვისებული არ არის, მაგრამ ამის მოლოდინი დიდია. ამ მოლოდინის გამოც დაიწყო გაუფასურება ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა. მისი კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.44 იყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მისი კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის 2.6347-ია. რაც შეეხება ეროვნული კურსის ვალუტას ევროსთან მიმართებას ის უკვე 3.0047-ია, მაშინ როცა ჯერ კიდევ 4 დღის წინ მისი კურსი დაახლოებით 2.86 ლარს შეადგენდა.

"პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი" - "სოკარმა" მედიის წარმომადგენლებს CSR-ის ახალ პლატფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა

4 საათის წინ

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში კომპანია "სოკარის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარი" ავრცელებს. "სოკარის"...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172