მეუფე იაკობი: სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ...

მეუფე იაკობი: სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ...

მეუფე იაკობმა ბოდბის საკათედრო ტაძარში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რომელსაც პატრიარქის მოკვლა უნდოდა, ლამისაა გმირად და მოწამედ გამოაცხადონ.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ სახელმწიფოს თუ სამართლიანობის აღდგენა არ შეუძლია, თავად იზამს ამას და პატრიარქს დაიცავს - არ აპირებს გაჩუმებას, იტყვის სიმართლეს, ვინ აპირებდა პატრიარქის თავიდან მოცილებას. 

„ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ, იცოდეთ! და საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც დაიცავს. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ, ჩვენთანაც და ბევრგან, სამართლიანობის აღდგენას. ერთ რამესაც გაგიმხელთ, რაც დაჭერილია, იქიდან მოყოლებული, ჯერ მამა კახაბერ გოგოტიშვილთან მიდიოდნენ და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ, მე ვეუბნებოდი, არავითარი დათმობა, თქვან, გააკეთონ, თუ რამე აქვთ ფაქტი, დადონ, არაფერი აქვთ, თავიანთი ავაზაკობის გარდა. 50 და 6 მილიონი უწმინდესმა რომ ბრძანა არ ვიცოდიო, ლამაზი თვალების გამო აძლევდნენ მამა გიორგის უცხოელები? რატომ არ ფიქრობთ რომ იქიდან დიდი პროცენტი ხვდებოდა მას და ბოროტ საქმეში უნდოდა მისი გამოყენება, მე კარგად მიცნობენ, არავის არ ეგონოს, რომ ვინმეს რამე დავუთმო, ასე რომ ვლაპარაკობ, მუქარა ჰგონიათ, მაგრამ ეს მუქარა არ არის, მე საქმით ვაჩვენებ, ვინც რას დაიმსახურებს, ყველას მივაღებინებ. სახელმწიფოსი მიკვირს, არ იციან მისი ავაზაკობა?... რუსეთის ეკლესიის წევრი იყო, იმათი მღვდელმსახური იყო ეს მამალაძე, მანქანა რომ დაუწვეს, ცოცხალმა ძლივს რომ გამოასწრო და ჩვენმა ეკლესიამ რატომ შეიფარა, ჩემთვის დღესაც გაუგებარია, იმ ავაზაკს რატომ იცავენ? დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვა, იცის თუ არა ეს საკითხი და რატომ იცავს მერე, თურმე მე ვყოფილვარ სირცხვილი და 2013 წლის 17 მაისის გამო მე ვყოფილვარ ერის სირცხვილი, მაგასაც ვნახავთ, ვინ არის სირცხვილი. 

ქიზიყიდან ვარ წარმოშობით, ქრისტიანი ვარ, მებრძოლი ეკლესიის წევრი და არავის ღირსებას არ შევალახვინებ, არც ჩემს ღირსებას, არც ჩემს გვერდით მყოფი ხალხის ღირსებას, არც ჩვენი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას, ეს ყველამ იცოდეს კარგად“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172