აშშ-ში, აეროპორტის თანამშრომელმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და ჩამოაგდო

აშშ-ში, აეროპორტის თანამშრომელმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და ჩამოაგდო

ვაშინტონში, ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან თანამშრომელმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო ცენტრის პრესსამსახური Twitter- ზე ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, იმ დროს, თვითმფრინავში გამტაცებლის გარდა, სხვა ადამიანები არ იმყოფებოდნენ. გატაცებიდან მცირე ხანში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა.
ამერიკული ავიაკომპანია Alaska Air- ზე თავის Twitter-ზე განმარტავს, რომ მოპარული თვითმფრინავი Bombardier Q400 ავიაკომპანია Horizont Air-ს ეკუთვნოდა. კომპანიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს, 10 აგვისტოს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე სიეტლის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი კუნძულ ქეთრონთან ახლოს ჩამოვარდა.

"ვადგენთ იმ პიროვნების ვინაობას, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, დარწმუნებულები ვართ, რომ მის გარდა, არც მგზავრი და არც ეკიპაჟის წევრი არ იმყოფებოდნენ," - იუწყება ავიაკომპანია.
აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციაში Fox News- ს განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალი ამ ეტაპზე დგინდება. 

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193