ყაზბეგში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ყაზბეგში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ყაზბეგში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რათა უმოკლეს დროში დაბის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს. 

პარალელურად, კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მეორე დღეა მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდის. წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებიან.

ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.
აგდილზე მესამე დღეა მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები. 

ამის შესახებ ინფორმაციას, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193