მარია ზახაროვა: რუსეთი ამერიკის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს ამზადებს

მარია ზახაროვა: რუსეთი ამერიკის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს ამზადებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს ამზადებს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ მან სერბეთში ვიზიტისას განაცხადა.

„ამჟამად საპასუხო ზომებზე ვმუშაობთ“,-განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი იძულებული გახდა ეს ნაბიჯები გადადგას, რადგან ორმხრივი ურთიერთობები "ჩიხიდან" გამოდის.

მან ასევე განმარტა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური გაფართოება სჭირდება.

ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესება არალეგიტიმური იქნება.

9 აგვისტოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობა 22 აგვისტოდან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

აშშ-ის მთავრობა დარწმუნდა, რომ რუსეთი სოლსბერიში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური გაზით -ე.წ ნოვიჩოკით მოწამვლის საქმის თანამონაწილეა. აშშ-ში რუსეთის საელჩომ დაანონსებულ სანქციებს "დრაკონული" და "გამოგონილი საბაბით" შემოღებული უწოდა.
ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის 1991 წლის კონვენციის შესაბამისად, სანქციების შემოღება გულისხმობს ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას.
ექსპორტის შეზღუდვაში, პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საქონლის მიწოდებაზე უარის თქმა იგულისხმება. სანქციების მეორე ეტაპი, რომელიც ძალაში პირველის დაწესებიდან 90 დღის შემდეგ შეიძლება შევიდეს, მოიცავს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების დონის შეზღუდვა, "აეროფლოტის" თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა აშშ-ში და ექსპორტ-იმპორტის პრაქტიკულად სრულად შეწყვეტა.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193