აბაშაში, მაშველებმა, 77 წლის ლამარა სართანია და 87 წლის ლინდა კუპრეიშვილი გადაარჩინეს

აბაშაში, მაშველებმა, 77 წლის ლამარა სართანია და 87 წლის ლინდა კუპრეიშვილი გადაარჩინეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი წყემიდან მაშველებმა 77 წლის ლამარა სართანია და 87 წლის ლინდა კუპრეიშვილი გადაარჩინეს.

"დაახლოებით 7 საათისთვის საშინელი წვიმა წამოვიდა. გარეთ ვერ გავდიოდით. გვეშინოდა. მაშველებმა მკლავებში ჩაგვიხუტეს და სამშვიდობოს გაგვიყვანეს. აწი სიკვდილის არ მეშინია, თურმე პატრონი გვყოლია"- აცხადებენ ქალბატონები.

ცნობისთვის, წუხელ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ადიდებულმა მდინარებმა და ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა.
აბაშის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა .მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო დაბინავებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა. წყემში არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნენ რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აბაშაში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუსაოები დღეს დილიდან დაიწყო პარალელურად კი ზარალი დამთვლელი კომისია მუშაობს

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193