თურქეთი: ფოლადისა და ალუმინის შესახებ აშშ-ს მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს შესაბამისად ვუპასუხებთ

თურქეთი: ფოლადისა და ალუმინის შესახებ აშშ-ს მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს შესაბამისად ვუპასუხებთ

თურქეთი პირობას დებს, რომ ფოლადისა და ალუმინის შესახებ აშშ-ს მიერ დადგენილ ახალ დადგენილ ტარიფებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს,-ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ჰამი ასკოიას განცხადებაშია აღნიშნული.

"თურქეთის წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ღირსეული საპასუხო რეაგირება მოჰყვება, როგორც ადრე," - ნათქვამია განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არასერიოზულია.

მან ასევე შეერთებული შტატები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ვმო) წესების უგულებელჰყოფაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სანქციებითა და ზეწოლით ვერ მიიღებს.
„ისინი მხოლოდ ზიანს აყენებენ ორი ქვეყნის ალიანსს, რაც სირთულეებს ქმნის“,-აღნიშნა მან.

10 აგვისტოს,  დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვაშინტონმა თურქული ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. კერძოდ, თურქულ ალუმინზე ტარიფი 20%, ფოლადზე კი 50% იქნება. 

ერთი დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თურქული ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურების გამო არ იღელვონ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ნუ დაგავიწყდებათ, მათ აქვთ დოლარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, ჩვენი ღმერთი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ნახეთ, რა ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა ", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების კვალდაკვალ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 9 აგვისტოს ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კურსი დღე-ღამეში 4,5 პროცენტით ეცემა. როგორც გამოცემა Washington Post წერს, ზოგადად, წლის დასაწყისში, თურქული ვალუტა 29% -ით დაეცა. გასულ კვირას, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის მოქალაქეებს ეროვნული ვალუტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193