ბათუმში ერთ კორპუსში 3 ლიფტი გაძარცვეს, წაღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერებიც

ბათუმში ერთ კორპუსში 3 ლიფტი გაძარცვეს, წაღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერებიც

ფიროსმანის 18ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტები გუშინ გვიან ღამით გაძარცვეს. 

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით წაღებულია ისეთი მოწყობილობები, რომლის გარეშეც ლიფტი ვერ იმუშავებს. მათივე განმარტებით მძარცველებმა წაიღრს კორპოსში დამონატჟებული ყველა ვიდეოთვალი. 
მაცხოვრებელთა ნაწილი შემთხვევას იმ კომოანიას უკავშირებს, რომელმაც სადარბაზოში ლიფტები დაამონტაჟა.

"ხელშეკრულება მომსახურებაზე ლიფტების ახალმა კომპანიამ გააფორმა, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესები მასთან კავშირშია, ყველა დაზიანებაზე, სახლის ბინადრები ვაგროვებთ ფულს და ვუხდით კომპანიას" ამბობს სახლის მაცხოვრები როინ მალაყმაძე.

ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193