აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. 

მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო დაბინავებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა.

წყემში არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნენ რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გრიგოლ კაცია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გუბერნატორის მოადგილე და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

აბაშაში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები აბაშასთან ერთად, მარტვილის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შეუქმნა.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193