აჭარაში, სტიქიის შემდეგ, სამაშველო სამსახურში 150 შეტყობინება შევიდა

აჭარაში, სტიქიის შემდეგ, სამაშველო სამსახურში 150 შეტყობინება შევიდა

აჭარაში სტიქიის შემდეგ სამაშველო სამსახურში 150 შეტყობინება შევიდა. მათ შორის 100-მდე გამოძახება ბათუმში დაფიქსირდა.

 უხვი ნალექის შედეგად გუშინ დილით საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავაჭრო და საოფისე ფართები დაიტბორა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ყოველი ძლიერი წვიმის დროს მათი უბნები იტბორება და ეს გაუმართავ სანიაღვრე სისტემას უკავშირდება.

ბათუმის მერიც ადასტურებს, რომ სანიაღვრე სისტემის ნაწილს გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც ბათუმის რამდენიმე უბანი იტბორება. ლაშა კომახიძის განმარტებით ახალ ბულვარში მიმდინარეობს სპეციალური კოლექტორი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის. ბათუმის მერია ამ დროისთვის ზარალის დათვლას აწარმოებს, ამის შემდეგ მერის განმარტებით მოხდება დაზარალებულებისთვის კომისიური წესით ზარალის ანაზღაურება.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193