გამოკითხვა: რუსების 80% ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს

გამოკითხვა: რუსების 80% ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აღიაროს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა. გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 9% ამ პოზიციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს მხარი დაუჭირა.
გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს დღეს ნორმალური ურთიერთობა აქვს. გამოკითხულთა 29% -მა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. გამოკითხულთა 7% -მა კი საქართველოსთან ურთიერთობა მეგობრულად და კეთილმეზობლურად შეაფასა.

გამოკითხვა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს ჩატარდა, სულ 1,6 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუს ეფუძნებოდა. სტატისტიკური შეცდომა 2.5% -ს არ აღემატება.

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193