დიდ ბრიტანეთში აუქციონზე სტალინის სიკვდილის შემდეგ აღებული ნიღაბი გაიყიდა

დიდ ბრიტანეთში აუქციონზე სტალინის სიკვდილის შემდეგ აღებული ნიღაბი გაიყიდა

სიკვდილის შემდეგ აღებული სტალინის სახის ბრინჯაოს ნიღაბი და მისი ხელის მტევნების ტვიფრები კენტის აუქციონის სახლში 13500 ფუნტ სტერლინგად (~17400 დოლარი) გაიყიდა.

ნიღაბი და ხელის მტევნების ტვირფი თავდაპირველად 1900-2500 დოლარის ფარგლებში იყო შეფასებული

წინანდელმა მფლობელმა ისინი თავი ბაბუის, ყოფილი სავაჭრო ფლოტის მეზღვაურის, ნივთებში ნახა. აუქციონის პერსონალისთვის ლოტი შესაფასებლად რთული აღმოჩნდა, - აცხადებს აუქციონის თანამშრომელი დენ პონდერი

"რთული იყო ლოტის ღირებულების განსაზღვრა, მაგრამ იდენტური ნიღაბი და ხელები 3600 ფუნტად (~4600 დოლარი) იყო გაყიდული 2012 წელს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებია ისინი 1500-200 ფუნტად. არავინ მოელოდა, რომ ფასი 13500 ფუნტამდე მიაღწევდა"

ბრინჯაოს ნიღაბი და ხელის მტევნების ტვირფები დიდი ბრიტანეთის ნომრის მქონე ტელეფონით შეიძინეს უცხოელი კოლექციონერის სახელით.

მომზადებულია antique-collecting.co.uk მიხედვით.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193