კურორტ ბეშუმში ელექტროენერგია გათიშულია, რიგებია პურზეც

კურორტ ბეშუმში ელექტროენერგია გათიშულია, რიგებია პურზეც

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმში ელექტროენერგია გათიშულია, რის გამოც დამსვენებელთა უმეტესობამ კურორტი დატოვა, - ამის შესახებ "აიპრესის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომელიც თავადაც ბეშუმში ისვენებს. კურორტ ბეშუმში საკმაოდ ცივა. ჩვენი ჟურნალისტის ცნობით, დიდი რიგებია პურზეც.

"აიპრესი" ამ თემასთან დაკავშირებით ხულოს მერს გოჩა მელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კურორტზე ელექტროენერგიის შეწყვეტა დაადასტურა, მისი თქმით, ელექტროენერგიის პრობლემა ხშირადაა და ამ პრობლემის საფუძვლიან გადაჭრაზე მომავალი წლიდან იზრუნებენ, ახლა კი მის აღდგენაზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს. ხულოს მერი პურის რიგებს უარყოფს. 

"შუქთან დაკავშირებით შეფერხებაა. პურის რიგების შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებ. პურიც არის და ბუნებრივი აირიც.  შუქს რაც შეეხება, მიტოვებული ქსელია, რომელიც ვერავითარ დატვირთვას ვერ უძლებს. მუშაობს 7 ადამიანი ელექტროენერგიის აღდგენაზე. სავარაუდოდ, ამაღამ აღდგება ელექტროენერგია, ეს შემიძლია ვთქვა, სხვა რითი უნდა დავამშვიდო დამსვენებლები?! ვერაფრით ვერ დავამშვიდებ იმ ადამიანებს, ვინც ამოდის მთაში, იხდის ფულს, არც თუ ისე ცოტას, და რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება. რამდენიმე დღა, რაც ითიშება ელექტროენერგია, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის", - ამბობს მერი. 

კითხვაზე, თუ ასეთი პრობლემური ელექტროქსელია, აქამდე რატომ არ მომხდა მისი გამოცვლა? - პასუხობს:

"სამწუხაროდ, ეს ჩემთვისაც კითხვებს ტოვებს. მომავალ წელს განაშენიანების გეგმასთან ერთად ესეც გამოსწორდება. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ენერგოკომპანიასთან ვერ მოხდა შეთანხმება ქსელის გამოცვლის. რამდენიმე თვეა რაც მუნიციპალიტეტის მერი ვარ და ასე ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემას ვერ დავძლევთ, თუმცა მუშაობა დაწყებული გვაქვს. ფინანსური რესურსი უნდა მოვიძიოთ და მომავალ წელს მსგავსი რამე არ უნდა გვქონდეს. ამ სეზონს დავასრულებთ ისე, რომ მინიმალური დისკომფორტი შევუქმნათ დამსვენებელს და მომავალ წელს უკვე წელგამართული შევხვდებით ახალ სეზონს", - განაცხადა გოჩა მელაძემ.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193