რევაზ სოხაძე: ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენი მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განვიხილოთ

რევაზ სოხაძე: ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენი მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განვიხილოთ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა მიხედვით, საკრებულო ილია ჭავჭავაძის N80-ში არსებულ მიწას მხოლოდ იმიტომ უცვლის სტატუსს, რომ ეს ტერიტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრის საკუთრებაა. რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა. 

დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი საკითხი განიხილება საკრებულოში, ან მერიაში. რევაზ სოხაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ყველა მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

რაც შეეხება კონკრეტულად ჭავჭავაძის N80-ის გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმა), დეპუტატის თქმით, სამშენებლო გამოყენების პირობები 2007 წელს, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2009 წელს არის გაცემული. 2010 წელს კი, ეს მიწის ნაკვეთი განაშენიანების რეგულირების გეგმაში ისე იქნა ასახული, რომ მიწის მესაკუთრემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„დღეს ხდება მესაკუთრის უფლებების აღდგენა, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიწის ნაკვეთი აღნიშნული გრგ-დან გამოყოფილი იქნება, როგორც ეს თავის დროზე, თბილისის მაშინდელი მერიის მიერ, 2007 და 2009 წლებში განისაზღვრა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია საკითხს აყენებს ასე - ვიღაცის სახელის და გვარის გამო არ უნდათ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების გამო არ ვღებულობთ. თავად ისინი ასე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ასე არიან მიჩვეულები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ. 

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193