ბექა დავითულიანი: ოპოზიცია იტყუება, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა არ იწყება

ბექა დავითულიანი: ოპოზიცია იტყუება, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა არ იწყება

თბილისის საკრებულოს “ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ზონის სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობა იგეგმება. 

ბექა დავითულიანმა აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მთელი გასული კვირის მანძილზე ტყუილზე აგებულ პროპაგანდას ეწეოდა. 

მისი თქმით საუბარია „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიაზე, ავტომობილების ცენტრის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის - „ორანჟერეას“ მოწყობაზე და არანაირი რეკრეაციის ხელყოფა არ ხდება.

"წლების წინ, აღმაშენებლის ხეივანში აშენებულ "კია მოტორსის" შენობას ფუნქცია ეცვლება და მის ადგილას საგამოფენო მრავალფუნქციური ცენტრის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, ოპოზიცია უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა დაიწყება. ტყე-პარკის ტერიტორია აქ არაფერ შუაშია“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას სიცრუის ტირაჟირებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავება ურჩია.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193