გია ვოლსკი: მიშამ 7 აგვისტოს რატომ დაუშინა რაკეტები ხალხისგან დაცლილ ცხინვალს?

გია ვოლსკი: მიშამ 7 აგვისტოს რატომ დაუშინა რაკეტები ხალხისგან დაცლილ ცხინვალს?

"გასაოცარია სააკაშვილის მეთაურობით ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაიდო", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი Facebook-ში წერს.

"9 აგვისტოს N402 ბრძანებულებაში სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის საჯარისო დანაყოფები სეპარატისტთა დასახმარებლად 8 აგვისტოს შემოიჭრნენ, ეს იმიტომ რომ შეკითხვა არ დაისვას რატომ წავიდა იტალიის კურორტ მერანოზე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის წინადადებით ივლისის უკვე ცხელ დღეებში? რატომ არ გამოიყვანა და შესწირა მშვიდობიანი ხალხი? რატომ საუბრობდნენ საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენაზე? რატომ არ შეატყობინეს გაეროს უშიშროების საბჭოს? და რაც მთავარია - რატომ დაუშინა მიშამ რაკეტები ხალხისგან დაცლილ ცხინვალს 7 აგვისტოს, ვის ესროდნენ? სწორედ მიშას წარგზავნილმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელიც ამბობს რომ "ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების წინაპირობა ცხინვალის მასობრივი დაბომბვა გახდა და ა.შ." არ დაუჯერეს პარტნიორებს, ქვეყანას უბედურება დაატეხეს და ახლა ვაიუშველებელი აქვთ ატეხილი - ასეთ საკითხებზე ნუ ლაპარაკობთ, თორემ რუსები გაიგებენ და გამოიყენებენო", - წერს გია ვოლსკი. 

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193