ჯარისკაცი, რომელმაც მდინარეში კაცი დახრჩობას გადაარჩინა, თავდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა

ჯარისკაცი, რომელმაც მდინარეში კაცი დახრჩობას გადაარჩინა, თავდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

28 სექტემბერს, "ეთნოფესტი 2018" გაიხსნება

28 სექტემბერს, "ეთნოფესტი 2018" გაიხსნება

43 წუთის წინ

"ეთნოფესტი 2018"-ის შესახებ პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228