კანადის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

კანადის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

კანადის პოლიციამ ქალაქ ფრედერიქტონში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებს. 

"ამ დროისთვის შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. 

სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სროლის ადგილზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ აქტს. 

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193