შს მინისტრის მოადგილე: პირველი რიგის ამოცანა ლევან გვაზავას გადარჩენაა

შს მინისტრის მოადგილე: პირველი რიგის ამოცანა ლევან გვაზავას გადარჩენაა

შს მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის თქმით, შინდისის გზაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვერსიებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

"ლევან გვაზავა ჩემი მეგობარია, წლებია ვიცნობ და მოვედი მისი მდგომარეობის გასაგებად. ვერსიებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მთავარია ადამიანი გადარჩეს", – განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.

შინდისის გზაზე მომხდარი შემთხვევის დროს, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავას დეიდაშვილი რევაზ კ.–ა მოკლული. გვაზავას ახლობლები "აიპრესთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ლევან გვაზავა და მისი დეიდაშვილი სავარაუდოდ, ერთ–ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. იქედან დაბრუნების შემდეგ, ლევან გვაზავას იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მისი დეიდაშვილი რევაზ კ. ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა.

ახლობლები და ოჯახის წევრები უარყოფენ ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

2 საათის წინ

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172