2018 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356  ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

2018 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით,
ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 25 941 - ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა
გაზრდილი. საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES
– AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD. საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

12 საათის წინ

კახეთში ათობით ჰექტარი ვენახია დაზიანებული, გორში სოფელ შინდისში კი სეტყვამ და ქარმა ვაშლის ბაღებს მიაყენა ზიანი. კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი. ჯიპიაი ჰოლდინგის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193