ერდოღანი მოქალაქეებს: მათ აქვთ დოლარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, ჩვენი ღმერთი

ერდოღანი მოქალაქეებს: მათ აქვთ დოლარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, ჩვენი ღმერთი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თურქული ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურების გამო არ იღელვონ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ნუ დაგავიწყდებათ, მათ აქვთ დოლარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, ჩვენი ღმერთი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ნახეთ, რა ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა ", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების კვალდაკვალ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 9 აგვისტოს ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კურსი დღე-ღამეში 4,5 პროცენტით ეცემა.
როგორც გამოცემა Washington Post წერს, ზოგადად, წლის დასაწყისში, თურქული ვალუტა 29% -ით დაეცა.
გასულ კვირას, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის მოქალაქეებს ეროვნული ვალუტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1 აგვისტოს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების წინააღმდეგ დააწესა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონმა თურქი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებაში მონაწილეობდნენ, სანქციები დააწესა.

„პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის პასტორ ანდრიუ ბრანსონის დაკავებას. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მტკიცებულებას, რომ ბრანსონმა დანაშაული ჩაიდინა. დარწმუნებული ვართ, რომ ის თურქეთის ხელისუფლების მხრიდან უსამართლო და უკანონო ურთიერთობის მსხვერპლი იყო.

პრეზიდენტის [ტრამპის] ინსტრუქციის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიმართ სანქციებს აწესებს. ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბრანსონის დაკავების საქმეში ", - განმარტა სანდერსმა.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერს ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა „ფეტოს“ მხარდასაჭერისთვის დააკავეს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში ადანაშაულებს და ტერორისტად მიიჩნევს. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ პასტორი ჯაშუში იყო და მას თურქეთის ხელისუფლების დამხობა სურდა.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193