მამუკა ბახტაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულიზს შეხვდა.  

საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია. დადებითად შეფასდა ამ პროცესში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღინიშნა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესულ პირთა მიმართ საერთაშორისო მასშტაბით ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხი არსებულ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193