როგორ დადგინდება თუ პირი საჭეს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მართავს? - ჯაფარიძის განმარტება

როგორ დადგინდება თუ პირი საჭეს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მართავს? - ჯაფარიძის განმარტება

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ პირი საჭეს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მართავს ამის დადგენა შესაძლებელია სწრაფი ტესტით, რომელიც ნერწყვზე კეთდება, ასეთი გამოცდილება არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში. ამას გარდა ჯაფარიძის განმარტებით, პოლიციას ექნება უფლება რომ თუ კლინიკური ნიშნები იქნება, შეიძლება ამაზეც იყოს პირი შემოწმებული.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

"მარიხუანას დადგენაც შესაძლებელია. არა მხოლოდ მარიხუანას, არამედ სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების დადგენა. თუ სწორად მახსოვს ნერწყვზეა ეს ტესტი. იქვე მყისიერად ადგენს. ამერიკის რამდენიმე შტატში კეთდება ეს. ასეთი ტიპის ტესტი თუ უნდათ არსებობს, მაგრამ მაგის გარდა არსებობს კლინიკური ნიშნები. შეიძლება პოლიცია ჰქონდეს ეჭვი, რომ ადამიანს მარიხუანა აქვს მოხმარებული და შეიძლება მაგ შემთხვევაში მოხდეს შემოწმება.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს კონცენტრაცია, არის თუ არა ის მაღალი, რომ ადამიანს მანქანის მართვაში უშლიდეს ხელს. იმიტომ, რომ ადამიანს მარიხუანა შეიძლება ჰქონდეს მოხმარებული წინა დღეს, ან რამდენიმე დღის წინ და ის სისხლში რჩება 1 თვე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ადამიანს მანქანის მართვა არ შეუძლია. ალკოჰოლიც რომ მოიხმარონ, მისი რაღაც ნარჩენები ორგანიზმში რჩება მეორე და მესამე დღესაც, მაგრამ ადამიანები ხომ ჯდებიან საჭესთან?! პოლიციელს თუ ეჭვი ექნება, შესაძლოა ჰქონდეს იმის უფლება, რომ კლინიკური ნიშნები დაადგინოს. ის ტესტიც, რომელშიც აბერინებენ, არ არის 100%-იანი სიზუსტის. საბოლოო ჯამში ლაბორატორიულად დგინდება. ალკოჰოლის რა კონცენტრაციაა სისხლში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193