ყაზბეგში, აგვისტოში პირველი თოვლი მოვიდა

ყაზბეგში, აგვისტოში პირველი თოვლი მოვიდა

ყაზბეგში, ბეთლემის ქოხის (ყოფილი მეტეოსადგური) ტერიტორიაზე პირველი თოვლი მოვიდა. ნაადრევად მოსული თოვლის ამსახველ ფოტოსურათებს facebook-ის პირად გვერდზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გომიაშვილი აქვეყნებს.   

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

გთავაზობთ თოვლის ამსახველ ფოტოებს, რომლის ავტორი გიორგი გომიაშვილია

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193