პრემიერი: მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ

პრემიერი: მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ

მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა და ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში.

"რუსული აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი, მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო მტკიცედ დგას, რა თქმა უნდა, აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე, არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რა თქმა უნდა - საქართველოს დაბრუნება თავის ოჯახში - ევროპულ ცივილიზაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა იმ ოჯახებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებმაც შვილები, ძმები, დები, მშობლები, მეგობრები დაკარგეს და აღნიშნა, რომ განწყობა არის ერთი - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

"მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც იქნება და არის ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და ამ პროგრამებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193