იაპონიის პრემიერს კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრა სურს

იაპონიის პრემიერს კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრა სურს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან პირად შეხვედრას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ეს ბირთვული განიარაღების პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

შინძო აბეს შეფასებით, ამჟამად ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში სტაგნაცია გრძელდება.

"მე საბოლოოდ უნდა შევხვდე კიმ ჩენ ინს, ვისაუბრო მასთან, გადაწყვიტო ბირთვული და სარაკეტო საკითხები,"-განაცხადა აბემ.

მან დასძინა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი ურთიერთობები უნდა დაიწყოს.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193