პატრიარქი: გეძლევათ კურთხევა-დღეში ერთხელ წაიკითხეთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტეს 1 თავი

პატრიარქი: გეძლევათ კურთხევა-დღეში ერთხელ წაიკითხეთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტეს 1 თავი

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ჩვენ გვექნება ასეთ პრაქტიკა, წირვის ბოლოს ბიბლიდან წავიკითხვათ თითო თავს. დღეს წავიკითხავთ ეკლესიასტეს პირველ თავს. დიდი სიბრძნეა. ნათქვამია, საწყისი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა", - განაცხდა ილია მეორემ. 

უწმიდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია დიდი შეცდომააამიტომ, მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა, ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, ამიტომ მე დღეს ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ეკლესიასტეს სიბრძნე. თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთხელ წაიკითხოთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტეს ერთი თავი. ღმერთმა დაგლოცოთ", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

შეგახსენებთ, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193