პატრიარქი: ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა, დაცემის დასაწყისია

პატრიარქი: ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა, დაცემის დასაწყისია

"ჩვენ გვექნება ასეთ პრაქტიკა, წირვის ბოლოს ბიბლიდან წავიკითხვათ თითო თავს. დღეს წავიკითხავთ ეკლესიასტეს პირველ თავს. დიდი სიბრძნეა. ნათქვამია, საწყისი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტი. სად არის თეთრი, სად არის შავი, მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია შიში ღვთისა, ადამიანი გაარჩევს, სად არის ბოროტი და სად არის კეთილი.


ამ ბოლო დროს, დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზეა. არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ნარკოტიკების (მარიხუანის) მიღების ნების დართვა - ისინი თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე "პრესი", ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა ნარკოტიკებით. უნდა დავუშვათ მოყვანა და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების.

ამიტომ, მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა, ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, ამიტომ მე დღეს ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ეკლესიასტეს სიბრძნე. თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთხელ ერთი თავი წაიკითხოთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტე. ღმერთმა დაგლოცოთ", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

6 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193