ილია II ხელისუფლებას: ნუ დაუშვებთ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნუ დაღუპავთ შვილებს

ილია II ხელისუფლებას: ნუ დაუშვებთ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნუ დაღუპავთ შვილებს

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, ჩვენ უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა, უნდა დავუშვათ მოყვანა და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების.

ამიტომ, მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა, ეს უკვე დასაწყისია მისი დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, ამიტომ მე დღეს ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ეკლესიასტეს სიბრძნე.

თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთხელ ერთი თავი წაიკითხოთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტე, ღმერთმა დაგლოცოთ", - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193