ილია II მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე: დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებზე დიდი "პრესი" იყო

ილია II მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე: დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებზე დიდი "პრესი" იყო

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზეა. არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ნარკოტიკების (მარიხუანის) მიღების ნების დართვა - ისინი თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე "პრესი", ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება."- ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193