ირაკლი კობახიძე პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

ირაკლი კობახიძე პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესს და უნეტარესს წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენების მიულოცა და ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მხნეობა უსურვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ დღეს ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, ილიაობას, წინასწარმეტყველ ელიას ხსენების დღეს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ანგელოზის დღეს.

უწმინდესო, თქვენს მიმართ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, ამ დღეს აქვს გამორჩეული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. თქვენ, თქვენი სიცოცხლე მიუძღვენით სამშობლოს, მის სიყვარულს, ჩვენს სულიერებას და თქვენს მიმართ ყოველთვის უდიდესი მადლობა უნდა გამოვხატოთ.

თქვენთან თითოეული შეხვედრა ჩვენთვის არის უდიდესი ბედნიერება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

თქვენ ბრძანდებით არა მხოლოდ ჩვენი უდიდესი სულიერი მოძღვარი, არამედ მსოფლიო მასშტაბის სასულიერო მოღვაწე.

მინდა გისურვოთ მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. ​

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193