ბურჯანაძე: "ციანიდის საქმე" პატრიარქის იმიჯის შელახვისთვის "ოცნების" ერთმა ჯგუფმა დაგეგმა

ბურჯანაძე: "ციანიდის საქმე" პატრიარქის იმიჯის შელახვისთვის "ოცნების" ერთმა ჯგუფმა დაგეგმა

"მე ძალიან კარგად ვიცი განწყობა საპატრიარქოში ძალიან ბევრი ადამიანის. იქ ყველა არ არის ობიექტური, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვის აზრსაც პატივს ვცემ. ვისზეც ახლა ვლაპარაკობ, ის ჯგუფი მიიჩნევს, რომ "ციანიდის საქმე" შეგნებულად გაკეთებული იყო, წახალისებული და მართული ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს არ ასვენებს არავის ავტორიტეტი ქვეყანაში", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

კითხვაზე, იმას ამბობს, რომ პატრიარქის ავტორიტეტის შელახვისთვის "ციანიდის საქმე" ხელისუფლებამ დაგეგმა?

"რა თქმა უნდა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. არ ვიტყვი რომ სრულიად ხელისუფლებამ, მაგრამ კონკრეტულმა ჯგუფმა ხელისუფლებაში. პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან ბევრს არ აძლევდა მოსვენებას. მათ შორის არც ხელისუფლებას. მე დიდი ბრძოლა მიწევდა სააკაშვილთან და ბოკერიასთან. იმიტომ რომ ისინი გამალებული ებრძოდნენ საპატრიარქოს. საპატრიარქომ ეს ძალიან კარგად იცოდა და აფასებდა ჩემს ბრძოლას. ძალიან აწუხებდა პატრიარქის გავლენა აშშ-ის საელჩოს და ყოველთვის წუხილით აღნიშნავდნენ ამას. 

ფაქტია, ვისაც აწუხებდა ეს მათ მიზანს მიაღწიეს. ფაქტია, რომ ამ დარტყმებმა საპატრიარქო ძალიან დააზარალა. ძალებმა ვისი მიზანიც იყო საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვა და პატრიარქის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება, ამ ძალებმა მნიშვნელოვანწილად მიზანს მიაღწიეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

დიმიტრი ხუნდაძე: გვქონდა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ

10 საათის წინ

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს და საკუთარი კანდიდატურა მაინც დაასახელოს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატიც, ეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193