ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს ილიაობას ულოცავს

ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს ილიაობას ულოცავს

დღეს ილიაობაა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს პარლამენტის პრესსასახური ავრცელებს. 

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის. თქვენი სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვენით და თქვენს მტკიცე გვერდში დგომასა და მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერი. სწორედ უფლის ნება იყო, რომ 40 წლის წინ, საქართველოს ეკლესიას ჩაუდექით სათავეში, საქართველო კი ჭეშმარიტად იღბლიანი ქვეყანა, რომ ერის სულიერი მამა თანამედროვეობის ერთერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე გახდა.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ"-ულოცავს პარლამენტის თავმჯდოამრე, ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193