ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, კახეთის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე, რომელიც C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, აღინიშნა, რომ ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად სათანადო ინფორმაციის ფლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პრობლემებთან ეფექტურად გამკლავების თვალსაზრისით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირი. განსაკუთრებული ყურადღება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო. 

პარლამენტარმა გელა სამხარაულმა, კახეთის რეგიონში, პროგრამის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობაში, შესაბამისს სტრუქტურებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ვირუსული ჰეპატიტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. დაავადება, რომელთანაც საბრძოლველად კომპლექსური მეთოდების გამოყენებაა საჭირო. აუცილებელია, ინფორმირებულობა და ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება. დაავადებულებს არ უნდა ეშინოდეთ საზოგადოებრივი აზრის. ეს დაავადების გამოვლენის პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ვირუსულ ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ყველა დაავადებული უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მკურნალობს. ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-არიან. პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის თავზე, 98% -იანი განკურნების შედეგით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ უმძიმეს გამოწვევას გავუმკლავდით. სამკურნალო პროცესში 50 000-მდე ადამიანია ჩართული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლებოდა და პროექტისთვის სწორედ ამიტომ შეირჩა.

ჩვენი სწორი სტრატეგიით, სულ რამდენიმე წელიწადში, მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი და 2020 წლისთვის საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა ვირუსის დაძლევის თვალსაზრისით. C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამერიკული კომპანია Gilead მედიკამენტებს საქართველოს უწყვეტად და უსასყიდლოდ მიაწვდის“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მას კოორდინირებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია უწევდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსმსახური ავრცელებს. 
 

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193