ლევან ვასაძე: ცრემლები წამომივიდა, როდესაც გავიგე, რომ მეუფე შიოს ჯვარი ერგო წილად

ლევან ვასაძე: ცრემლები წამომივიდა, როდესაც გავიგე, რომ მეუფე შიოს ჯვარი ერგო წილად

შეუძლებელია, სერიოზულად გავაკეთო კომენტარი იმაზე, რომ "რუსთავი 2" იცავს პატრიარქს და თურმე მე მას ვთხოვ გადადგომას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე როგორც მრევლს, არავითარი უფლება არ მაქვს და არც სურვილი, რომელიმე მღვდელმთავარზე, რა გვარისაც არ უნდა იყოს ის, ცუდის თქმისა. შეუძლებელია, სერიოზულად გავაკეთო კომენტარი იმაზე, რომ "რუსთავი 2" იცავს პატრიარქს და თურმე მე მას ვთხოვ გადადგომას. ეს ჩვენი ერის და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების პოსტმოდერნისტული სურეალისტური დეგრადაციის უკიდურესი ხარისხია. 

მეუფე შიო ჩემთვის უახლოესი ადამიანია. გიორგობას ეკლესიაში ვიყავით კიკეთში და როდესაც გავიგე, რომ მას ჯვარი ერგო წილად ცრემლები წამომივიდა და ძალიან განვიცადე. მიმაჩნია, რომ უწმინდესის ეს გადაწყვეტილება უმძიმესი ჯვარია მეუფე შიოსათვის და უმძიმესი პასუხისმგებლობა. უფალს ვთხოვ, რომ ღირსეულად ატარებინოს მას ეს ჯვარი. ღმერთმა 100 წელი გვიმყოფოს პატრიარქი პატრიარქის ხარისხში. ამაზე დიდი ადამიანი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

კახა კალაძე: თბილისის ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას დავიწყებთ

8 საათის წინ

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. "გარდა მეტროსადგურებისა, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება და ამ მიმარულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება" - განაცხადა კახა კალაძემ.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193