აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი: ტრამპსა და პუტინს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა იანვარში შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი: ტრამპსა და პუტინს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა იანვარში შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა მომავალ წელს შედგეს, როდესაც აშშ-ს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიება დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

"ჩვენ განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა 1 იანვრიდან შედგება, როდესაც რობერტ მიულერის კომისია თავის საქმეს დაასრულებს", - განაცხადა ბოლტონმა.
მანამდე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ტრამპმა ჰელსინკის სამიტის შემდეგ, ბოლტონს პუტინის ვაშინგტონში მომავალი შემოდგომაზე მიწვევა დაავალა. პუტინის აშშ-ს დედაქალაქში მოწვევის იდეას მხარს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკ პომპეოც უჭერს.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

11 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193