გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ტრამპისა და პუტინის შეხვედრას დადებითად აფასებს

გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ტრამპისა და პუტინის შეხვედრას დადებითად აფასებს

აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვის შესახებ.

აღნიშნული გამოკითხვა გაზეთმა The Hill და კვლევითმა კომპანიამ HarrisX-მა ჩაატარა. გამოკითხულთა 54%-მა მხარი დაუჭირა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას, ხოლო 46% ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

ამასთან, რესპონდენტთა 61% აცხადებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დალაგება აშშ-ზე დადებით გავლენას მოახდენს.

16 ივლისს, პუტინმა და ტრამპმა ჰელსინკში მოლაპარაკებები გამართეს. პოლიტიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ უკრაინასა და სირიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

აღნიშნული მოლაპარაკებებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ, ტრამპმა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს დაავალა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიწვიოს.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193