ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისტორიული შეცდომა იყო

ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისტორიული შეცდომა იყო

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, სიუზენ რაისმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინს შორის ჰელსინკში გამართული შეხვედრა გააკრიტიკა. ამის შესახებ ყოფილმა მრჩეველმა ამერიკულ სატელევიზიო არხ ABC-ის ეთერში განაცხადა.

ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას "ისტორიული შეცდომა" უწოდა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების გუნდმა "ყველაფერი უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შესახებ".
„უნდა გავიგოთ, რომ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს იყო ისტორიული შეცდომა, არა მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის... გულწრფელად, ის ორი საათის განმავლობაში იჯდა ყოველგვარი სტენოგრაფის, ყოველგვარი დამხმარეების გარეშე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველასთვის საწინააღმდეგო ლიდერის წინაშე",-აღნიშნა სიუზან რაისმა.

გარდა ამისა, რაისი დარწმუნებულია, რომ ეს სიტუაცია "ძალიან არასასიამოვნო და მართლაც საშიშია".

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

12 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193