გამოკითხვა: პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის მიუხედავად, ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

გამოკითხვა: პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის მიუხედავად, ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის რეიტინგი გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მას მკაცრად აკრიტიკებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.

WSJ / NBC News- ის უახლესი კვლევის მიხედვით, ამერიკელების 45% აშშ-ს პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია, რაც საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 1% -ით მეტია, ვიდრე ივნისში.
გამოკითხვა 15 ივლისს, პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა. როგორც ცნობილია, პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის დასკვნა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით მან მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე განმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა აღქმული, რაშიც თეთრი სახლის ლიდერმა ყალბი მედია დაადანაშაულა. 

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - 51% ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას არ ემხრობა.
ამასთან, ამომრჩეველთა ერთი პროცენტი სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. 58% აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას მიგრანტების ოჯახების დაშორების თაობაზე არ იწონებს.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193