კოკა კობალაძის დედა: ჩემს შვილს აქვს ტვინის შერყევა, სახეზე აღენიშნება დაზიანებები და სისხლჩაქცევები

კოკა კობალაძის დედა: ჩემს შვილს აქვს ტვინის შერყევა, სახეზე აღენიშნება დაზიანებები და სისხლჩაქცევები

ამის შესახებ კოკა დავითულიანის დედამ თათა დავითულიანმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. რომელის შვილიც არსებული ცნობით, საკუთარ სახლში სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ეს პოლიციელები ყოფილიყვნენ.

"მე რაც ვიცი, მხოლოდ ჩემი შვილისგან ვიცი. შეტყობინება მომივიდა "ფეისბუქზე", მითხრეს რომ ჩემი შვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეტყობინებაც შენახული მაქვს, საიდანაც მომივიდა. საზიარებლად უნდა წასულიყო ქარელში და მეგონა, რომ მონასტერში იყო და ამიტომ ჰქონდა ტელეფონი გამორთული. ღუდუშაურში სულ 5 წუთით ვნახე ჩემი შვილი და ვიცი ჩემი შვილისგან რომ გუშინ საღამოს საათებში მასთან სახლში. წუხელ მე ვმუშაობდი, მორიგე ვიყავი და მასთან არ ვიმყოფებოდი. იყო 2 პიროვნება, ერთს ეცვა ფორმა მეორეს არ ეცვაო, გაეცნენ როგორც პოლიციელები. რა თქმა უნდა ვინც სახლში შევიდა მათ ბავშვი ამოიცნობს. ჰკითხეს სად იყო მამამისი, ამან რა თქმა უნდა არ იცოდა. აქვე დავამატებ, რომ მამამისი პატიმარია და საქართველოში არ იმყოფება. ჰკითხეს იყო თუ არა სახლში ვინმე და ამის შემდეგ მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება. დანარჩენს გამოძიება დაადგენს.

გამოვრიცხავ პირად მტრებს. კოკა უკომფლექტო ადამიანია. არც ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომ კონკურენტები ჰყოლოდა. ახლა უნდა მოხდეს მისი დაკითხვა. თანამშრომლობს პოლიციასთან. გენერალური ინსპექცია ჩართულია.

აქვს ტვინის შერყევა, სახეზე აღენიშნება დაზიანებები, აქვს სისხლის ჩაქცევები. ტანზე ვერ ვნახე", - განაცხადა კოკა კობალაძის დედამ.

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

საპატრიარქო: ვეწინააღმდეგებით კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას

3 საათის წინ

"მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088