კახი კახიშვილი: არ ვთვლი, რომ ან გამიშვეს, ან დამაქვეითეს, ან დამაწინაურეს

კახი კახიშვილი: არ ვთვლი, რომ ან გამიშვეს, ან დამაქვეითეს, ან დამაწინაურეს

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა (სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა) კახი კახიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"მე ადრეც მითქვამს, რომ ნებისმიერი რეგალიე ამ ცხოვრებაში არის დროებითი მოვლენა. ადამიანი როდესაც თანამდებობაზე იმიშნება უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა ძალიან მალე დადგეს დრო როცა წავიდეს თანამდებობიდან. არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა გაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი სიკეთე აკეთო, ვიდრე თანამდებობის გარეშე, იმიტომ რომ თანამდებობას მოჰყვება რაღაც ბერკეტები. აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ ან გამიშვეს, ან დამაქვეითეს, ან დამაწინაურეს. ახლა კიდევ უფრო მეტი არეალით მომეცა საშუალება გავაკეთოთ ის საქმე პრემიერთან და მთავრობის გუნდთან ერთად. თუნდაც ის სიკეთე, რაც თუნდაც ეკონომიკურ მაჩვენებლებში ჩანს. ყველდღიური ურთიერთობა გვაქვს ხალხთან და ვგრძნობთ, რომ ადამიანებს უჭირთ. ყოველდღიურად რაც უფრო შემცირდება გაჭირვებული ადამიანების რიცხვი, ეს არის ამოცანა. 

მთავრობის ადმინისტრაციას კოორდინაციას რგოლები ემატება. იცით, რომ პრემიერის დავალებით რეგიონალური მართვის სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოდის მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ცენტრიდან გადაწყვეტილების მიტანა რეგიონებში მოსახლეობამდე. ეს არის კონცეფცია, თორემ ეს თანამდებობაც სადაც ახლა ვარ, ესეც ოდესღაც დამთავრდება

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080